"უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკრაინის კონსტიტუციაშია, ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ მივცემთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელები ოკუპანტს თავიანთ მიწას არ გადასცემენ.
„მათაც კი, ვინც რუსეთს უჭერს მხარს, იციან, რომ ის ბოროტებას ჩადის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ რუსეთს ჯილდოს იმისთვის, რაც მან ჩაიდინა. უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობას. თუმცა ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რა არის ღირსეული მშვიდობა. ეს ომი უნდა დასრულდეს და ის რუსეთმა უნდა დაასრულოს. რუსეთმა დაიწყო და აჭიანურებს, არ ითვალისწინებს რაიმე ვადას და ეს არის პრობლემა. უკრაინის ტერიტორიულ საკითხზე პასუხი უკვე უკრაინის კონსტიტუციაშია. არავინ გადაუხვევს და არც შეუძლია გადაუხვიოს ამას. უკრაინელები არ გადასცემენ თავიანთ მიწას ოკუპანტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილებები უკრაინის წინააღმდეგ და მის გარეშე არის გადაწყვეტილებები „მშვიდობის წინააღმდეგ“.
„უკრაინა მზადაა რეალური გადაწყვეტილებებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ წინააღმდეგაა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის გარეშეა, მშვიდობის წინააღმდეგაც არის. ისინი არაფერს მოიტანენ, ვერასდროს იმუშავებენ. ჩვენ, ყველას გვჭირდება რეალური მშვიდობა, რომელსაც ხალხი პატივს სცემს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ პრეზიდენტ ტრამპთან, ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, რეალური და, რაც მთავარია, მდგრადი მშვიდობისთვის. მშვიდობისთვის, რომელიც არ დაინგრევა მოსკოვის სურვილის გამო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
