"რუსეთს პატარა, უსახო მეომრებისგან შემდგარი არმია ჰყავს, რომელსაც ციფრულ „ბოტებს“ ეძახიან, ისინი დემოკრატიით მანიპულირებენ ევროპაში"
რუსეთს ციფრული „ბოტებისგან“ შემდგარი საიდუმლო არმია ჰყავს, რომლითაც დემოკრატიით მანიპულირებენ ევროპაში. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანულ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში გააკეთა.
“რუსეთი შეიძლება ეკონომიკურად გაცილებით სუსტია ევროპაზე, მისი მოსახლეობა მცირდება, ხოლო მრეწველობა ინოვაციური არ არის, მაგრამ ის გაცილებით მეტ იარაღს აწარმოებს და უფრო სწრაფი ტემპებით. საფრთხე სათანადოდ არ შევაფასეთ”,-განაცხადა მაკრონმა.
მან აღნიშნა, რომ ევროპა კონფრონტაციის პერმანენტულ მდგომარეობაში იმყოფება.
“ტერორიზმთან ერთად, რუსეთი ყველაზე დიდი სტრუქტურული საფრთხეა ევროპელებისთვის. ის საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას ჩვენს საარჩევნო კამპანიებში ჩარევებით, კიბერშეტევებით, ოპოზიციონერების მკვლელობებითა და მიგრაციული ნაკადებით, რომლებიც გავლენის ბერკეტებად გამოიყენება. რუსეთი ჩვენს საჰაერო თავდაცვას ცდის და თავისი ბირთვული დოქტრინა შეცვალა”, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთში სათანადოდ არ შეაფასეს სიცრუის გავრცელებით საზოგადოებრივ აზრზე რუსების გავლენის დონე.
“ჩვენი ღია საზოგადოებები მოწყვლადია საინფორმაციო ომის წინაშე. გულუბრყვილოები ვიქნებით თუ არ ვაღიარებთ, რომ რუსული საიდუმლო არმია ვრცელდება ჩვენს დემოკრატიებში. ის პატარა, უსახო მეომრებისგან შედგება, რომლებსაც ციფრულ ბოტებს ეძახიან. ისინი დემოკრატიით მანიპულირებენ საფრანგეთში, გერმანიასა და ევროპაში”,-განაცხადა მაკრონმა.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
