,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
სიტუაცია, რომელშიც კიევის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს, თოჯინების თეატრს ჰგავს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ ის მიმდინარე მოვლენებს ცინიზმის ახალ დონედ მიიჩნევს.
,,ზელენსკისთვისაც კი ეს განსაკუთრებულ, ეშმაკურ მანევრს ჰგავს. არ მახსოვს არცერთი ქვეყანა, რომელსაც სხვა სახელმწიფოებისგან მის ტერიტორიაზე არჩევნების უზრუნველყოფა მოეთხოვა, საკუთარი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის აღიარების გარეშე”,- განაცხადა ზახქროვამ.
ცნობისთვის, ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა არჩევნებისთვის მზად იქნება 60 დღეში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
