"გვირჩევნია, კონფლიქტის მიზეზები დიპლომატიით აღმოვფხვრათ, უკრაინა და მისი მფარველები თუ უარს იტყვიან არსებით საუბარზე, რუსეთი ისტორიული მიწებს სამხედრო გზით გაათავისუფლებს"
სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უპირობოდ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის და გაფართოების ამოცანა ასევე თანმიმდევრულად გადაწყდება
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უპირობოდ იქნება მიღწეული. ჩვენ გვირჩევნია კონფლიქტის საწყისი მიზეზები დიპლომატიის საშუალებით აღმოვფხვრათ, ხოლო თუ მოწინააღმდეგე მხარე, მათი დასავლელი მფარველები უარს იტყვიან არსებით საუბარზე, რუსეთი ისტორიული მიწების გათავისუფლებას სამხედრო გზით შეძლებს. უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის და გაფართოების ამოცანა ასევე თანმიმდევრულად გადაწყდება“, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთი უკრაინისგან მთელი დონბასიდან ტერიტორიიდან ძალების გაყვანას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტი ტერიტორიების დათმობაზე უარს აცხადებს.
თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე პუტინმა კომენტარი გააკეთა ევროპული ქვეყნებთან რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაზე და ამას სიცრუე უწოდა.
„ევროპაში ადამიანებს თავში უტენიან შიშებს რუსეთთან გარდაუვალ შეტაკებასთან დაკავშირებით. ეუბნებიან, რომ უნდა ემზადონ დიდი ომისთვის. უკვე არაერთხელ ვთქვი, ეს სიცრუეა. თუმცა, ეს სავსებით გაცნობიერებულად კეთდება“, – აღნიშნა პუტინმა.
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
