"ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვარ წინააღმდეგი, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს, ხოლო ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესშია.
ასევე, გუშინ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთს პირდაპირ უნდა ესაუბროს.
„მიმაჩნია, რომ ამის დრო დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გავლენა შეზღუდული იქნება“, - განაცხადა მელონიმ.
სიახლეები
- ცნობილია რომელ საათამდე იმუშავებს თბილისის მეტრო აღდგომის დღესასწაულზე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღესასწაულზე – სინოპტიკოსების პროგნოზი
- " უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს"
- "ქოცების“ მოსვლის შემდეგ დანიშნულმა კბილაშვილმა ვერ გარისკა, ჩემ წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და ის მოხსნეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
