January 30, 2026

"ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს"- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სთხოვა, უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს, რათა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

„პრეზიდენტმა ტრამპმა პირადად სთხოვა პრეზიდენტ პუტინს, თავი შეიკავოს კიევზე თავდასხმისგან ერთი კვირის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე, რათა შეიქმნას ხელსაყრელი პირობები მოლაპარაკებებისთვის. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

კითხვაზე, დათანხმდა თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის წინადადებას, პესკოვმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა. ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის თხოვნას დათანხმდა და რუსეთი ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ქალაქებს არ დაბომბავს.

წაკითხვა 54 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 30 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.