რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს

რუსეთის ჯარებმა რაკეტებითა და დრონებით მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება დაშავებულებისა და სახლების დაზიანების შესახებ იუწყება.

 რუსეთის ჯარებმა კიევზე მორიგი შეტევა მიიტანეს აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ.

მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში დარტყმები შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, ძლიერი სიცივის გამო ერთი კვირით შეეწყვიტათ კიევზე და სხვა ქალაქებზე შეტევა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დღეს,

3 თებერვალს დილით კიევის პოლიციამ განაცხადა, რომ დაშავებულია 5 ადამიანი.

კიევის ნაწილს ისევ შეუწყდა გათბობით მომარაგება, რომელიც თითქმის სრულად იყო აღდგენილი რუსეთის ჯარების მხრიდან ენერგოობიექტებზე იანვარში განხორციელებული დარტყმების შემდეგ.

გასულ ღამით კიევში ჰაერის ტემპერატურა მინუს 20-21 გრადუსი იყო.

ტკაჩენკოს ცნობით, კიევის ხუთ რაიონში დაზიანებულია ოთხი მრავალბინიანი სახლი, არასაცხოვრებელი შენობა, საბავშვო ბაღი და ავტოგასამართი სადგური.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 3 თებერვლის დილის მდგომარეობით, დედაქალაქში, ძირითადად, დარნიცის და დნეპრის რაიონებში გათბობის გარეშეა 1170 მრავალბინიანი სახლი.

 

წაკითხვა 96 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 03 2026
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.