მექსიკის ერთ-ერთი ციხიდან 23 პატიმარი გაიქცა
მექსიკაში, პუერტო ვალიარტას რეგიონული ციხიდან, სულ მცირე, 23 პატიმარი გაიქცა. არეულობა ციხეში ხალისკოს ნარკოკარტელის „ახალი თაობის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.
ამის შესახებ შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანმა, ხუან პაბლო ერნანდესმა განაცხადა.
ოფიციალური პირის თქმით, გაქცევა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც პატიმრების თანამზრახველებმა არეულობის დროს ციხეს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი კარიბჭის შესამტვრევად და დაწესებულებაში შესაღწევად მანქანა გამოიყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლის დროს ციხის ერთ-ერთი მცველი დაიღუპა.
სიახლეები
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
- ქუთაისში, შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსი დევნილებისთვის დასრულდება
- საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა
- ბოდბის მონასტერში, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
- გიორგი მამარდაშვილი დააჯარიმეს
