როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე - BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს

ნა­ხი­ჩე­ვა­ნის აე­რო­პორტზე ირა­ნუ­ლი დრო­ნე­ბის იე­რიშ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში შიში გა­ამ­ძაფ­რა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც BBC ესა­უბ­რა, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აშშ-ის და ის­რა­ე­ლის ომი ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­საძ­ლოა, რე­გი­ო­ნის­თვის "შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა­დაც" იქ­ცეს.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ირა­ნის­გან სას­წრა­ფო გან­მარ­ტე­ბა მო­ი­თხო­ვა, პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა კი მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნა სიმ­ხდა­ლე­სა და ტე­რო­რიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი მოჰ­ყვა ხუთ­შა­ბათს ნა­ხი­ჩე­ვა­ნის აე­რო­პორტზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ირა­ნულ­მა უპი­ლო­ტო საფ­რენ­მა აპა­რა­ტებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

 

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბა აცხა­დებს, რომ „აგ­რე­სი­ის ეს აქტი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი არ დარ­ჩე­ბა“. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი დრო­ნი­დან ერ­თის ჩა­მოგ­დე­ბა მო­ხერ­ხდა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ამო­დის კვამ­ლი ტერ­მი­ნა­ლის შე­ნო­ბი­დან. კი­დევ ერთი დრო­ნი, ბა­ქოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ად­გი­ლობ­რივ სკო­ლას­თან ჩა­მო­ვარ­და. ირა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ტყმებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

მოვ­ლე­ნე­ბის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის სა­მი­ვე ქვე­ყა­ნას ერთი რამ აერ­თი­ა­ნებს: ამ დრომ­დე არ­ცერთ მათ­განს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­კა­ვე­ბია რო­მე­ლი­მე მხა­რის პო­ზი­ცია აშშ-ის, ის­რა­ე­ლი­სა და ირა­ნის ომში. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ჩანს, მოვ­ლე­ნებს შო­რი­დან აკ­ვირ­დე­ბი­ან.

პო­ლი­ტო­ლო­გი ფარ­ჰად მა­მე­დო­ვი აე­რო­პორტზე თავ­დას­ხმას ირა­ნის მხრი­დან „უმა­დუ­რო­ბას“ უწო­დებს, რად­გან ბაქო კონ­ფლიქ­ტში ნე­იტ­რა­ლი­ტეტს ინარ­ჩუ­ნებს. მისი თქმით, რად­გან საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ირა­ნის სამ­ხრე­თით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩრდი­ლო­ეთ­ზე (აზერ­ბა­ი­ჯან­ზე) დარ­ტყმა შემ­თხვე­ვი­თო­ბა ვერ იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, აზერ­ბა­ი­ჯან­ში არ არის ამე­რი­კუ­ლი ბა­ზე­ბი, რომ­ლებ­ზეც იე­რი­შის მი­ტა­ნა ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და.

"ირან­ში ახლა მარ­თთვის სრუ­ლი ქა­ო­სია. გა­უ­გე­ბა­რია, ვინ და რო­გორ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს დარ­ტყმე­ბის შე­სა­ხებ“, - წერს მა­მე­დო­ვი. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი კი ში­შობს, რომ "გა­ჩუ­მე­ბის“ ტაქ­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა არა­საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდეს და ომის ტალ­ღამ კავ­კა­სი­ამ­დეც მო­აღ­წი­ოს.

 

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და "სამ­ხრეთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი"

ეკო­ნო­მის­ტი ნა­ტიგ ჯა­ფარ­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ნავ­თო­ბის ფა­სის ზრდით (86$ ბა­რელ­ზე) დრო­ე­ბით სარ­გე­ბელს კი იღებს, მაგ­რამ ირან­ში ომი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს იმ პრო­დუქ­ტე­ბის გაძ­ვი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც იქი­დან შე­მო­დის. ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ირან­მა სურ­სა­თის ექ­სპორ­ტი შე­წყვი­ტა. ცნო­ბის­თვის, გა­სულ წელს აზერ­ბა­ი­ჯან­მა ირა­ნი­დან 633 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის პრო­დუქ­ცია შე­ი­ძი­ნა.

თუმ­ცა სა­კი­თხი მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კა­ში არ არის. აზერ­ბა­ი­ჯანს ირან­თან ყვე­ლა­ზე გრძე­ლი სა­ზღვა­რი აქვს, ხოლო თა­ვად ირან­ში უფრო მეტი ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ცხოვ­რობს (12-დან 22 მი­ლი­ო­ნამ­დე), ვიდ­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

BBC-ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის რე­დაქ­ტო­რი, კო­ნულ ხა­ლი­ლო­ვა მი­იჩ­ნევს, რომ ილ­ჰამ ალი­ევ­მა „წი­თე­ლი ხაზი“ გა­დაკ­ვე­თა, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯანს „ირან­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის იმე­დი“ უწო­და. ბაქო აქამ­დე მსგავს რი­ტო­რი­კას ერი­დე­ბო­და. ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ირა­ნის სი­სუს­ტის ფონ­ზე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მზად არის, სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი უფრო მკაც­რად და­იც­ვას.

ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: ბა­ქო­ში ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ყო­ფას სპარ­სეთ­სა და რუ­სეთს შო­რის. ჩრდი­ლო­ეთ ირანს ბა­ქო­ში ხში­რად „სამ­ხრეთ აზერ­ბა­ი­ჯანს“ უწო­დე­ბენ, რაც თე­ი­რა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და სე­პა­რა­ტიზ­მის შიშს იწ­ვევს.

მი­უ­ხე­და­ვად ის­რა­ელ­თან სამ­ხედ­რო პარტნი­ო­რო­ბი­სა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ამ­ჟა­მად ნე­იტ­რა­ლუ­რია. „ბა­ქომ სწო­რად იმოქ­მე­და, რომ პრო­ცე­სებ­ში არ ჩა­ე­რია“, - ამ­ბობს ჯა­ფარ­ლი. თუმ­ცა, თუ ირან­ში სი­ტუ­ა­ცია უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ლტოლ­ვილ­თა მა­სობ­რივ ნა­კადს უნდა ელო­დონ.

 

სომ­ხე­თი და სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სის საფრ­თხე

ლტოლ­ვი­ლე­ბის შიში სომ­ხეთ­შიც აქვთ, თუმ­ცა აქ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იზო­ლა­ცი­აა. სომ­ხე­თი ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლის არმ­ქო­ნე ქვე­ყა­ნაა და მჭიდ­როდ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ირა­ნულ იმ­პორ­ტსა და იმ პორ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც ახლა აშშ ბომ­ბავს.

ერევ­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მარკ გრი­გო­რი­ა­ნი ში­შობს, რომ ომმა სომ­ხეთ­ში შე­იძ­ლე­ბა ნამ­დვი­ლი სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვი­ოს. სომ­ხე­თის­თვის ირან­თან სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა (და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი) კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ამას ემა­ტე­ბა ე.წ. „ტრამ­პის გზა მშვი­დო­ბის­თვის“ - პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯან­სა და ნა­ხ­ჭე­ვანს სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით აკავ­ში­რებს. გეგ­მის მი­ხედ­ვით, ამ გზას ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ, რაც ირა­ნის დიდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. თე­ი­რან­ში ში­შო­ბენ, რომ ეს პრო­ექ­ტი მათ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცევს და მას „ტრამ­პის და­ქი­რა­ვე­ბულ­თა სა­საფ­ლა­ოს“ უწო­დე­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გრი­გო­რი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყო­ველ­დღი­ურ ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებს და მე­ზო­ბელ თბი­ლის­საც ეს­ტუმ­რა, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას ომის­გან და­ცუ­ლად მი­იჩ­ნევს.

 

სა­ქარ­თვე­ლო და რე­გი­ო­ნუ­ლი შან­სი

სა­ქარ­თვე­ლოს ირან­თან პირ­და­პი­რი სა­ზღვა­რი არ აქვს, თუმ­ცა ის ათა­სო­ბით ირა­ნე­ლის­თვის იქცა თავ­შე­საფ­რად. იან­ვარ­ში, ირან­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტე­ბის დროს, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ირა­ნე­ლე­ბი ქუ­ჩა­ში ამე­რი­კის დრო­შე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რი ირან­თან ყვე­ლა­ზე მცი­რეა (230 მლნ დო­ლა­რი), რაც ქვე­ყა­ნას უფრო მეტ მა­ნევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კონ­ფლიქ­ტში მხა­რის და­კა­ვე­ბა სა­ხი­ფა­თოა, თუმ­ცა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის­თვის „შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა“ მარ­თლაც იხ­სნე­ბა.

მისი თქმით, სან­ქცი­რე­ბულ რუ­სეთ­სა და ირანს შო­რის მოქ­ცე­უ­ლი კავ­კა­სი­ის, რო­გორც ევ­რო­პა-აზი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი დე­რეფ­ნის როლი იზ­რდე­ბა. "სომ­ხე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ცდი­ლო­ბენ წარ­სულს ჩა­ა­ბა­რონ კონ­ფლიქ­ტი და შექ­მნან ერ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნი. ფა­ში­ნი­ა­ნის ვი­ზი­ტი თბი­ლის­ში სწო­რედ ამ ერ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის ნა­წი­ლია. ეს შან­სი პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რა­ზე მაღ­ლა დგას", - აღ­ნიშ­ნავს მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

წაკითხვა 69 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.