ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გაუხანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2020 წლის ივლისის ბოლომდე, გაუხანგრძლივა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
2014 წელს დაწესებული სანქციები რუსეთის ენერგეტიკის, ფინანსებისა და შეიარაღების სექტორებს ეხება. ევროკავშირის განმარტებით, სანქციები მხოლოდ მაშინ შემსუბუქდება, თუკი მოსკოვსა და კიევს შორის 2015 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახმება სრულად იქნება განხორციელებული.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, პრო-რუს სეპარატისტებსა უკრაინელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლას ამ დრომდე 13,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სიახლეები
- „სათნო ვირეშმაკა – ბადრი ჯაფარიძის დეფინიცია” – თამარ ჩერგოლეიშვილი
- “„ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი - ჩვენ გავანადგურეთ მათი სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება” - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- “ოპოზიციური გუნდის შიგნით დაპირისპირება მათ ბოლო ჟამზე მიანიშნებს” - ნინო წილოსანი
- ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად 113 000 დოლარს გადააჭარბა
- “პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჭიანურებას გეგმავს” - ზელენსკი