"80 000 მიგრანტი თურქეთის საზღვრებისკენ მოემართება, ჩვენ ამხელა ტვირთს ვეღარ გავუმკლავდებით"
იდლიბის პროვინციიდან თურქეთის საზღვრებისკენ 80 000-ზე მეტი მიგრანტი მოემართება, -ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, ამხელა ტალღას თურქეთი ვეღარ გაუმკლავდება.
„თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით საბერძნეთი“,- განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, თურქეთი, რუსეთთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ იდლიბის დაბომბვები შეწყდეს და ამ მიზნით, თურქული დელეგაცია მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის გაემართება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაერო-მ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების ინტენსიური საჰაერო დატყმების შედეგად, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იდლიბის პროვინციას ტოვებდა და ცდილობდა თავი თურქეთისთვის შეეფარებინა.
ცნობისთვის, იდლიბში, საომარი მოქმედებების დაწყებამდე დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად, მათი უმეტესობა ლტოლვილია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
