პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთი გაზს უკრაინის "მეხუთე კოლონას" მიჰყიდის
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“ აპირებს სანქციების დაწესების ინიცირებას იმ უკრაინული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული „გაზპრომს“ გაურიგდნენ.
ტელეკომპანია „უკრაინა“-სთან ინტერვიუში პოროშენკომ თქვა, რომ ხუთმა უკრაინულმა კომპანიამ „გაზპრომთან“ მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის რუსული გაზის პირდაპირ მიწოდების შესახებ. პოროშენკოს შეფასებით, მსგავსი კონტრაქტები არა კომერციული, არამედ პოლიტიკურია და უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება.
ექს-პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი გაზს შეღავათიან ფასად მიჰყიდის "მეხუთე კოლონას", შემოსავალი კი დაიხარჯება პრორუსული პარტიების დასაფინანსებლად და უკრაინის სახელმწიფოებრიობის შესარყევად.
პეტრო პოროშენკომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება დაადანაშაულა „წითელი ხაზების“ გადაკვეთაში. პარტია „ევროპული სოლიდარობა“ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას მოითხოვს.
21 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა 29 დეკემბრამდე უნდა გააფორმონ ხუთწლიანი სატრანზიტო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს 65 მულიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას, 2021 წლიდან კი 40 მილიარდის. გარდა ამისა, უკრაინამ უარი თქვა „გაზპრომის“ წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ახალ სარჩელებზე.
უკრაინამ რუსეთისგან გაზის პირდაპირ შეძენა 2015 წლის ნოემბრიდან შეწყვიტა და ევროპიდან რევერსული გაზით შეცვალა.
სიახლეები
- ,,ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე"- პიტერ სიიარტო
- ,,სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან"- მევლუთ ჩავუშოღლუ
- კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
- ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების გამოძიების განკარგულება გასცა
- ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"- ირაკლი კობახიძე