რუსეთმა ზებგერითი სარაკეტო სისტემა „ავანგარდი“ განათავსა
რუსეთმა ზებგერითი სარაკეტო სისტემა „ავანგარდი“ განათავსა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ „ავანგარდი“ ზებგერითი მართვადი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო კომპლექსით აღჭურვილი პირველი პოლკი საბრძოლო მოვალეობის შესრულებას 27 დეკემბერს, მოსკოვის დროით დილის 10 საათზე შეუდგა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლკი ორენბურგის ოლქში, ურალშია განთავსებული.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობის მქონე „ავანგარდს“ თანამედროვე და მომავალ სარაკეტო თავდაცვის სისტემებში შეჭრა შეუძლია. მისივე თქმით, ზებგერითი იარაღი რუსეთის გარდა არცერთ სხვა ქეყანას გააჩნია.
„ავანგარდის შეჩერება არცერთ არსებულ და პოტენციურ სარაკეტო თავდაცვის საშუალებას შეუძლია,“- განაცხადა პუტინმა.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „ავანგარდს“ატმოსფეროს მკვრივ ფენებში კონტინენტთაშორის მანძილზე ბგერის გავრცელების სიჩქარეზე 20-ჯერ უფრო სწრაფად გადაადგილება, ასევე ორ მეგატონამდე ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა დასავლელმა ექსპერტმა „ავანგარდის“ ეფექტურობის შესახებ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა.
„ავანგარდის“ განთავსების შესახებ ინფორმაციას აშშ გამოეხმაურა. პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ „ავანგარდის“ შესაძლებლობების შესახებ გამოთქმულ შეფასებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
