ორსულებს აშშ-ში ტურისტად აღარ შეუშვებენ - ტრამპის ახალი რეგულაცია ამუშავდა

დონალ ტრამპი ორსულების წინააღმდეგ – აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეგულაციები ამჯერად უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის შეიმუშავა, რომლებიც ბავშვს ელოდებიან და მის გაჩენას სწორედ აშშ-ში გეგმავენ.

 

როგორც cnn.com იუწყება, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ახალი რეგულაციები ძალაში დღეიდან, ანუ 24 იანვრიდან შევიდა და ისინი ე.წ „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგაა მიმართული.

 

 

აღსანიშნავია,  რომ ცნობა ახალი რეგულაციების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში უკვე დაიგზავნა. ეს ამბავი ჩვენი პლანეტის მხოლოდ 39 ქვეყანას არ შეეხო და მათ შორის უმეტესობა, ევროპული სახელმწიფოა.

 

 

ახალი წესების მიხედვით, ამერიკელ კონსულებს საელჩოებში შეუძლიათ ორსულ ქალებს უარი უთხრან ტურისტული ვიზის გაცემაზე, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ მათი მიზანი შტატებში ბავშვის გაჩენა ნამდვილად არ არის.

 

 

აშშ-ის მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით, “სამშობიარო ტურიზმის” შედეგად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 33 ათასს აჭარბებს.

 

 

ცნობისთვის, აშშ-ს კონსტიტუციით, თუ ბავშვი იბადება ამ ქვეყანაში, ავტომატურად ხდება შეერთებული შტატების მოქალაქე…

 

 

https://fortuna.ge/fortuna

წაკითხვა 640 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 24 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.