ვის სურს კორონავირუსის "დაბადების" მიზეზების საერთაშორისო გამოძიება და ვინ ეწინააღმდეგება ამას?
"მეცნიერებმა და გამომძიებლებმა ერთიანი ძალისხმევით ობიექტურად უნდა დაადგინონ, სად და როგორ გაჩნდა მსოფლიო პანდემიის გამომწვევი ახალი კორონავირუსი"
საიდან გაჩნდა ახალი კორონავირუსი და რატომ იქცა ასე სწრაფად პანდემიად? - ეს საჭირბოროტო კითხვა დღეს აწუხებს როგორც მილიონობით უბრალო მოქალაქეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე ექიმებს, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფოთა მეთაურებსაც კი. მათ შორის პირველი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს, შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს, სად და როგორ "დაიბადა" ახალი კაორონავირუსი და რატომ გავრცელდა ასე სწრაფად მთელ მსოფლიოში.
ჩინეთის ხელისუფლებისადმი პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება არახალია. ასე იყო ახალი კორონავირუსის გამოჩენამადე და მით უფრო გაძლიერდა პანდემიის შემდეგ, რაშიც თეთრი სახლის ადმინისტრაცია ირიბად სწორედ პეკინს ადანაშაულებს, მაგრამ ერთია ამერიკელი და ჩინელი პოლიტიკოსების პირადი დაპირისპირება და მეორე - სიმართლის დადგენა. მართლაც, საიდან გაჩნდა ეს ახალი კორონავირუსი, რომელიც თავისი მოქმედებით და ადამიანის ორგანიზმის დაზიანების მრავალფეროვნებით რადიკალურად განსხვავდება აქამდე ცნობილი სხვა ატიპური ვირუსებისგან და რომელმაც ბევრის მნახველი ვირუსოლოგებიც კი საგონებელში ჩააგდო? საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ოფიციალური პეკინის წარმომადგენელ ცნობილ ვირუსოლოგებს წამოსცდათ, დღევანდელი მეცნიერება არ არის იმ დონის, რომ ასეთი ვირუსი ხელოვნურად შექმნასო. ასეთი განცხადება იმ კონსპიროლოგთა წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც მერამდენე თვეა, დაუღალავად ამტკიცებენ, რომ ახალი ვირუსი ატმოსფეროში უცხოპლანეტელებმა გააფრქვიეს, რათა მსოფლიო ავადმყოფი და სუსტი ჯანმრთელობის მილიონობით ადამიანისგან "გაიწმინდოს"... თუმცა თავი დავანებოთ კონსპიროლოგებსა და უცხოპლანეტელებს და დავსვათ კითხვა:
განა ისტორიას არ ახსოვს ფაქტები, როცა მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ აღმოჩენილი თუ გამოგონილი სიახლე ათასობით მათი კოლეგისთვის დაუჯერებელი იყო? შორს რომ არ წავიდეთ, განსაკუთრებით გასაიდუმლოებული "მანჰეტენის პროექტის" ძალისხმევით შექმნილი ატომური იარაღიც ხომ არარეალური ჩანდა მანამდე, სანამ ამერიკელმა მფრინავებმა ორად ორი ატომური ბომბის ჩამოგდებით 200 ათასამდე იაპონელი არ იმსხვერპლეს?!დღესაც ძნელია იმის გამორიცხვა, რომ ახალი კორონავირუსის "დაბადებაში" ადამიანის, უფრო სწორად, ძალიან კარგად დაფინანსებული ვირუსოლოგების ხელი ურევია.
აშშ-ჩინეთის პოლიტიკური დაპირისპირების ორომტრიალში შეიძლება საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებიც დაზარალდეს, რადგან აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩინეთთან კი წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს (თუკი ამერიკელები ამ პანდემიის დროს ჩვენს ქვეყანას მილიონობით დოლარით ეხმარებიან, ჩინელები ჰუმანიტარულ დახმარებად კორონავირუსის სწრაფ ტესტებს გვიგზავნიან). საქართველოსთვის მიუღებელი იქნება ამ ურთიერთობების შესუსტება და მით უფრო - გაყინვა, თუმცა აშშ-ჩინეთს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური "ცივი ომის" "გაცხელების" შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ვაშინგტონმა თბილისს, მართალია, კულუარულად, მაგრამ მაინც სთხოვოს თუ მოსთხოვოს პეკინთან თანამშრომლობის შეჩერება.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი