ვინ გამდიდრდა კორონავირუსის პანდემიის დროს
ამერიკელმა მილიარდერებმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, კორონავირუსის პანდემიის დროს ქონება კიდევ უფრო გაზარდეს.
Americans for Tax Fairness და Institute for Policy-ის კვლევის მიხედვით, 18 მარტიდან 19 მაისამდე, აშშ-ის 600-მა ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ, ერთიანობაში 434 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
ყველაზე მეტად ჯეფ ბეზოსის კაპიტალი გაიზარდა (+34,6 მილიარდი აშშ დოლარი). მის შემდეგ კი Facebook-ის თავკაცი მარკ ცუკერბერგი მოდის (+25,3 მილიარდი აშშ დოლარი). Microsoft-ის შემქმნელის და ბოლო დროის შეთქმულების თეორიების მთავარი გმირის, ბილ გეითსის ქონებას კი, 8 მილიარდი აშშ დოლარი დაემატა. მოხუცმა ფინანსურმა გენიოსმა და Berksire Hathaway-ის დირექტორმა, უარენ ბაფეტმაც შეჰმატა თავის კაპიტალს 564 მილიონი აშშ დოლარი.
საბოლოო ჯამში, ყველაზე დიდ წარმატებებს იმ კომპანიების მფლობელებმა მიაღწიეს, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორს წარმოადგენენ. პანდემიის პერიოდში, უამრავი პროცესი ელექტრონულ რეჟიმში იმართება.
სიახლეები
- მზია ამაღლობელს Free Media Awards-ი გადაეცემა
- “ერთი მასხარა იყო, საკრებულოდან ასე არის ცნობილი” - ირაკლი ზარქუა ლევან ხაბეიშვილზე
- „ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში; მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!” – “გახარია საქართველოსთვის”
- “ბოიკოტში რომ ხარ, ხელფასი მაინც გერიცხება; მათი მცდელობა და ტაქტიკაა, მანდატი მოიპოვონ” - ზარქუა გახარიას პარტიაზე
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა