მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მამაკაცმა რამდენიმე მძევალი აიყვანა
მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში მამაკაცმა სულ მცირე ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დამნაშავეს თან აქვს ყვითელი ჩანთა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობაა მოთავსებული. თავდამსხმელი დაწესებულების ადმინისტრაციისგან გამოსასყიდის სახით, დიდი ოდენობის თანხას ითხოვს.
”დამნაშავე მძიმე ცხოვრებისეულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას დიდი თანხა სჭირდება ალფა ბანკის ადმინისტრაციისგან. წინასწარი მონაცემებით, ის კურიერად მუშაობს”, - განაცხადა სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას.
ამ დროისათვის, სპეცოპერაციის შედეგად პირი, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა და მძევლად რამდენიმე პირი აიყვანა, დააკავეს.
სპეცოპერაციის დროს ბანკში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
