ერთ დღეში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით გასული კვირას, 24 საათის მანძილზე კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გუშინ კორონავირუსით 136 000 ადამიანი დაინფიცირდა. ეს ციფრები, 1 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.აღნიშნული შემთხვევების 75% 10 ქვეყანაში, უმრავლესობა კი ამერიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მატება ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაშიც ფიქსირდება”,-განაცხადა გებრეისუსმა.
სიახლეები
- “რუსეთი არ აპირებს საქართველოსთვის 253 მლნ ევროს გადახდას, რაც სტრასბურგის სასამართლომ დააკისრა” - პესკოვი
- ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
- “როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება” – მიხეილ სააკაშვილი
- “ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ექსტრემიზმის განვითარებისაკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას” - გიორგი ვოლსკი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს