"რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის მუქარის, აგრესიის წყაროს წარმოადგენს"
ბრიტანული ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა ინტერვიუ ჩეხეთის სამხედრო დაზვერვის ექს-ხელმძღვანელ ანდორ შანდორთან.
იგი 1991-95 წლებში ჩეხეთის სამხედრო ატაშედ მუშაობდა ლონდონში, 1995 წლიდან - ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სამსახურში - სხვადასხვა თანამდებობებზე, ხოლო 2001-2002 წლებში მუშაობდა აღნიშნული სამსახურის უფროსად. ამჟამად იგი პედაგოგიურ მუშაობას ეწევა და ლექციებს კითხულობს პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში.
ინტერვიუში, რომელიც ანდორ შანდორს „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტმა მარია ევსტაფიევამ ჩამოართვა, იგი საუბრობს რუსეთთან დამოკიდებულებაზე, მოსკოვის საგარეო პოლიტიკის თავისებურებებზე და ა.შ.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„მე ყოველთვის ვამბობ და ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები, რომ რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის მუქარის, აგრესიის წყაროს წარმოადგენს. მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ მოსკოვი აგრესიულია თავდაცვის დროს.
აგიხსნით: ჩვენ, დასავლური სამყარო, არ ვფიქრობდით იმაზე, რომ რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას თავისი უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ აღიქვამდა. ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე თქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღება დაუშვებელია, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება მისთვის ძალზე არასასიამოვნო იქნება და რომ მოსკოვი ამას არასდროს არ დათანხმდება.
ჩვენ, დასავლეთის ყველა ქვეყანამ, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: განა იმით, რომ ჩვენ რუსეთის ინტერესებს ყურადღება არ მივაქციეთ და არ გავითვალისწინეთ, ევროპა უფრო უსაფრთხო გახდა? ან პირიქით - ჩვენ რომ ნატოს გაფართოების მიმართ კრემლის დამოკიდებულება გაგვეთვალისწინებინა, იქნებოდა რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტები?
ამიტომაც ვამბობ, რომ დიახ, რუსეთი აგრესიულია, მაგრამ შეტევას არ ახორციელებს. მისი აგრესიულობა ვლინდება მხოლოდ თავდაცვის დროს. მოსკოვი ყველაფერს აკეტებს იმისათვის, რომ ნატოს გაფართოება შეაჩეროს - იმიტომ, რომ რუსეთის გადმოსახედიდან სწორედ ნატო წარმოადგენს მისთვის მთვარ საფრთხეს. ჰოდა, ამიტომაც ჩვენ დაფიქრება გვმართებს - რატომ ვერ შევძელით რუსეთის დარწმუნება იმაში ამ ხნის მანძილზე, რომ ჩვენ ერთმანეთისათვის მტრები არ ვართ?
ერთმანეთისადმი ასეთი უნდობლობის წყალობით ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ ატარებენ რუსული სპეცსამსახურები ოპერაციებს ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, როგორ ახორციელებენ კიბერშეტევებს, როგორც ცდილობს მოსკოვი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრის განწყობაზე იმ ქვეყნებში, რომელბიც ნაკლებად სტაბილურები არიან ნატოსა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებთან შედარებით.
რუსეთი ჩვენთვის სამხედრო საფრთხეს და მუქარას არ წარმოადგენს. ამის მტკიცება, ჩემი აზრით, სისულელეა. რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიარდი დოლარია, ამერიკის შეერთებული შტატებისა კი - 730 მილიარდი დოლარი. ამ მხრივ რუსეთი სადღაც მეათე ადგილზეა, საუდის არაბეთის შემდეგ.
სამწუხაროდ, იმაში, რომ რუსეთთან დასავლეთს ასეთი ცუდი ურთიერთობა აქვს, ჩვენი ორივე მხარის ბრალია: რუსეთმა უნდა შეიცვალოს თვალსაზრისი ჩვენს მიმართ და საკუთარი თავი დაარწმუნოს, რომ დასავლეთი მისი მტერი არ არის, ჩვენ კი, დასავლეთმა, ჩვენი თავი დავარწმუნოთ იმაში, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის და მასთან ერთად ცხოვრებას უნდა შევეგუოთ.
რუსეთი რუსეთია, მას თავისი ინტერესები, თავისი მოთხოვნები ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება. ამასტან, მოსკოვი თავის ინტერესებს ყოველთვის ელეგანტურად არ გამოხატავს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთი მხოლოდ რუსეთი არ არის."
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"