ირაკლი კობახიძე რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით პაპ ლეო XIV-ს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვატიკანში მისი პირველი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.
„რომის პაპთან გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც რომის პაპს მადლობა გადავუხადე. მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ვატიკანის მხრიდან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი გავუსვით. ასევე საუბარი გვქონდა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნისა და თანამედროვე სამყაროს წინაშე, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანული ღირებულებებისთვის ბრძოლას. რა ბრძოლას გადის ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება ქრისტიანულ, ტრადიციულ ღირებულებებს, ამაზეც გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რომის პაპთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა რომის პაპი ლეო XIV საქართველოში მოიწვია.
სიახლეები
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 იანვრისთვის
- "70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართვეოში
