საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ. – ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

1 დეკემბრიდან ძალაში შედის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის განკარგულება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც ეხება უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციები და სეზონურ სამუშაოზე ნებართვასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებები.

აღნიშნული განკარგულების საფუძველზე სამუშაო ვიზის გამარტივებულად მიღების უფლება აქვთ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:

1) სომხეთის;
2) ბელარუსის;
3) მოლდოვას;
4) უკრაინის.

ახალი რეგულაციები აღარ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამუშაო დაევალათ უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, ხოლო ეს უკანასკნელი დეკლარაციების რეესტრში შეტანილია 2025 წლის 1 დეკემბრამდე, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ დეკლარაციაში მითითებული პირობებით, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით, რადგან პოლონეთის კანონმდებლობა შედარებით ამარტივებს არაევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია.

პირველ რიგში პოლონეთში ეძებდნენ დამსაქმებელს, რომელიც მზად იყო მიეცა სამუშაო. ამის შემდეგ დამსაქმებელს უნდა მიეღო სამუშაო ნებართვა (Zezwolenie na pracę) ან შრომითი განაცხადის დეკლარაცია (Oświadczenie o zamiarze powierzenia wykonywania pracy) შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლებისგან. შრომითი დეკლარაცია გამოიყენება მოკლევადიანი სამუშაოსთვის (6 თვე 12 თვის განმავლობაში). სამუშაო ნებართვა (ტიპი A) გამოიყენება გრძელვადიანი დასაქმებისთვის. მიღებული სამუშაო ნებართვის (ან დეკლარაციის) საფუძველზე, პირი შემდეგ მიმართავდა პოლონეთის საკონსულოს D ტიპის ვიზის მისაღებად.  ე.წ. “დეკლარაცია”  საშუალებას იძლევა იმუშაო პოლონეთში 6 თვემდე ვადით ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.  ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი (შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა) საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს მუშაობის უფლებას პოლონეთში. დასაქმებისთვის აუცილებელია ეროვნული D ტიპის ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.

წაკითხვა 142 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.