უცხოური პრესა - სომხეთში ყოფილი ელიტის აჯანყება მზადდება!?
რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სომხეთში ყოფილი ელიტის აჯანყება მზადდება!?“, რომელშიც ვარაუდია გამოთქმული, რომ ყოფილმა მმართველმა ელიტამ შესაძლოა დღევანდელი მმართველი ელიტა - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა დაამხოს - მთიანი ყარაბაღის ფრონტზე წარუმატებლობის გამო.
„ბოლო დროს სომხეთში ეგრეთ წოდებული „ყარაბაღის კლანი“ გააქტიურდა, რომლის შემადგენლობაში ყოფილი პრეზიდენტები შედიან - რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარგსიანი. ისინი, რომლებიც აქამდე ჩუმად იყვნენ, დღეს პოლიტიკურ ველზე დამკვიდრებას ცდილობენ. მათი ასეთი მოქმედება საფრთხის მომტანია არა მხოლოდ ნიკოლ ფაშინიანისათვის, არამედ მთლიანად ქვეყნისათვის“, - აღნიშნულია სტატიაში.
„რობერ ქოჩარიანი საეჭვოდ იქცევა - იგი ხან მთიან ყარაბაღშია, ხან ერევანში რუსეთის დიპლომატებს ხვდება... ამას წინათ, რუსეთის საელჩოში შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საკუთარი ხარჯებით იარაღი შეიძინა და სომხეთში შემოიტანა. ასეთმა ნათქვამმა დამკვირვებლები შეაფიქრიანა - რამდენად შეიძლება სომხეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს, ფაშინიანისა და ქოჩარიანის ერთმანეთთან დაპირისპირების გათვალისწინებით.
როგორც ამბობენ, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან იმიტომ მოხსნა უშიშროების სამსახურის შეფი არგიშდი კიარამიანი, რომ მან დროულად ვერ „შენიშნა“ ყოფილი ელიტის შიგნით მიმდინარე პროცესები.
რასაკვირველია, გაურკვეველია, თუ რამდენად შეუძლია „ძველ პოლიტიკურ ელიტას“ მთიან ყარაბაღში დაკარგული პოზიციების აღდგენა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ „ყარაბაღელებმა“ მოაწყეს სომხეთის პარლამენტში ხოცვა-ჟლეტა 1999 წელს, როცა მთიან ყარაბაღში პრეზიდენტად რობერტ ქოჩარიანი იყო... სწორედ „ყარაბაღულმა კლანმა“ განახორციელა 2008 წელს საპროტესტო აქციის სისხლიანი დარბევა, რომლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ყარაბაღელმა სერჟ სარგსიანმა გაიმარჯვა“, - ნათქვამია სტატიაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, შესაძლოა, არასრულწლოვანებზეც გავრცელდეს
- შსს-მ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 5000 ლარით დააჯარიმა
- "არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ" - გიორგი შარაშიძე
- "ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
- "უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, ამაზე გადაწყვეტილებას მე მივიღებ, მაგრამ მათ შეტევა სურთ" - ტრამპი