"მეშინია, რომ საქართველოში არ მოაწყონ არეულობა"-მაქსიმ შევჩენკო
რუსული რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ («Эхо Москвы») გადაცემაში „განსაკუთრებული აზრი“ («Особое мнение»), პროგრამის წამყვან ნინო როსებაშვილთან ისაუბრა ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა მაქსიმ შევჩენკომ. საუბრის ერთ-ერთ თემა იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, აშშ-ის, რუსეთის, თურქეთის როლი, კონფლიქტის საქართველოზე გავლენა და ა.შ.
გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან:
მაქსიმ შევჩენკო: ჩვენ ყველა სამხრეთკავკასიურ ქვეყნებთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს - აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, სომხეთთან... ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისით ვიტყვი, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის პრობლემა მანამდე უნდა გადაწყვიტოს (თუნდაც შუშის აღება) მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტად ჯოზეფ ბაიდენს აირჩევენ, სანამ მისი არჩევა ძალაში შევა... საქმე იმაშია, რომ ჯოზეფ ბაიდენი უკვე ჩაწერილია სომხების მხარდამჭერებში. მას ისე ეჯავრება რეჯეფ ერდოღანი, რომ ვერ წარმოიდგენ... მაგრამ თუ ეს პრობლემა გადაწყდება, მაშინ გაჩნდება შესაძლებლობები სტრატეგიული კომუნიკაციისათვის ყველასთვის, რაც სასარგებლო იქნება...
ნინო როსებაშვილი: და რომელი პრობლემის გადაწყვეტა გაქვთ მხედველობაში?
მაქსიმ შევჩენკო: აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ყარაბაღელ სომხებს ილჰამ ალიევმა ავტონომია აღუთქვა აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ამით მოიხსნება სეპარატიზმის პრობლემა, რითაც რუსეთს აშანტაჟებდნენ, გაიხსნება რკინიგზა სომხეთიდან თურქეთისაკენ, ერევანი მოიგებს... სომხეთი რეგიონის ეკონომიკურ პროექტებში ჩაერთვება. იყო დრო რამდენიმე წლის წინათ, როცა თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ერევნის სტადიონზე მივიდა, სომხები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ... მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდა. დღეს სრულიად აშკარაა, რომ სომხეთის იზოლაცია სომეხ ხალხს არ სურს, ამ საქმეში როლს გარეშე ძალები ასრულებენ... მიდის დიდი თამაშები...
ნინო როსებაშვილი: გარეშე ძალები? იქნებ ჩამოვთვალოთ, რა გარეშე ძალებია?
მაქსიმ შევჩენკო: გარეშე ძალები არიან ტრანსნაციონალური გლობალური სპეკულიანტები, აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლების სახით. ამერიკის შიგნით სერიოზული განხეთქილებაა. ეს ძალები მსოფლიო მნიშვნელობისაა, ძალიან დიდი გავლენის მქონენი. მათთვის სულ ერთია, გინდ სომეხი იყავი და გინდ აზერბაიჯანელი, გინდაც ქართველი - კავკასიელები მათთვის სახარჯო მასალას წარმოადგენს თავიანთი თამაშისა და მსოფლიო ბატონობისათვის. თავის დროზე ასეთი მასალის როლს ასრულებდნენ სერბები... მოკლედ, გლობალურ სპეკულიანტებს ადამიანთა ბედი, ადამიანთა სიცოცხლე სულაც არ ანაღვლებთ.
ჩემი აზრით, თანამედროვე მსოფლიოს მმართველი ელიტები ეშმაკის ნამდვილი მსახურები არიან. მათ დედამიწის ყოველი რეგიონი ომში ჩართვა შეუძლიათ, მათ შეუძლიათ პრობლემის მოგვარება უსასრულოდ გააჭიანურონ. ვთქვათ, იგივე ყარაბაღის კონფლიქტის პრობლემა, რომელიც 30 წელია გრძელდება. ვერ მოგვარდა ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი... არადა, იყო წინადადებები, რომლებიც ჰეიდარ ალიევმა ლევონ ტერ-პეტროსიანს შესთავაზა... მაგრამ გარეშე ძალებმა ჩაშალეს...
საბოლოო ჯამში, თუ ეს ომი იმით დასრულდება, რომ აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიდგენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაში, რასაკვირველია, პრობლემა გადაწყდება და რეგიონიც დაწყნარდება... მაგრამ მე ახლა იმის მეშინია, რომ საქართველოში არ მოაწყონ რაღაც არეულობა... თბილისში უკვე აშკარაა, რომ [რაღაც მზადდება] - იქნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, ჩამოყალიბდება თუ არა მთავრობა, რადგან ბევრი პარტია საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. მოკლედ, მსოფლიოს ლიდერებს სურთ, რომ კავკასიაში არასტაბილურობის ზონა არსებობდეს: თუ ყარაბაღი არა, მაშინ არასტაბილურობის ზონა საქართველო იქნება“.
წყარო: https://echo.msk.ru/programs/personalno/2736490-echo/
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო