ივნისი 02 2026 წაკითხვა 99 ჯერ

მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხების შემთხვევაში რუმინეთთან გაერთიანებას განიხილავს. როგორც მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ევგენ ოსმოჩესკუმ „ევრაქტივთან” ინტერვიუში განაცხადა, თუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება.

მისი თქმით, მოლდოვის მთავარი მიზანი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებაა და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გაწევრიანების ხელშეკრულებას 2028 წლის ბოლომდე მოაწერს ხელს, თუმცა, თუ ეს პროცესი გაჩერდება, სხვა გზების განხილვას დაიწყებენ. „ეს არის გეგმა B”, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლდოვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან მკაფიო სიგნალების მიღება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ ზეწოლას განიცდის. ოსმოჩესკუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ამასთან, ოსმოჩესკუს თქმით, მოლდოვას არ აქვს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, როგორიც უკრაინას.

„ჩვენ არ ვართ ისეთი გამძლეები, როგორც უკრაინელები. ქვეყანას არ გააჩნია განვითარებული სამხედრო ინდუსტრია და შეიარაღებული ძალები, რომლებიც უკრაინის არმიას შეედრება“, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.

მისი განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.

„ივნისში მოლაპარაკებები თუ დაიწყება, ეს იქნება მკაფიო სიგნალი. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით“, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.
ვიცე-პრემიერმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირთან ეტაპობრივი ინტეგრაციის იდეას, მათ შორის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის განხილვას.

რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას ოსმოჩესკუმ აღნიშნა, რომ მოლდოვისა და რუმინეთის მოსახლეობას ერთმანეთთან მჭიდრო კულტურული, ენობრივი და ოჯახური კავშირები აქვთ. მისივე ინფორმაციით, მოლდოვაში გაერთიანების იდეას მოსახლეობის დაახლოებით 40% უჭერს მხარს, ხოლო რუმინეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს აღწევს.

მაისი 29 2026 წაკითხვა 166 ჯერ

იტალიის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ტურინში სიცხის ტალღამ და ქალაქის დაძველებულმა ქსელმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მაისი 29 2026 წაკითხვა 180 ჯერ

რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში მაღალსართულიან კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც შენობაში ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

მაისი 22 2026 წაკითხვა 162 ჯერ

უკრაინამ იერიში მიიტანა იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მაისი 22 2026 წაკითხვა 154 ჯერ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის MIM-23 Hawk საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 108.1 მილიონი დოლარია.

მაისი 20 2026 წაკითხვა 179 ჯერ

ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

გვერდი 2 სულ 376
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.