ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
ირანის მმართველ რეჟიმში უპრეცედენტო რყევებია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ფიგურა, ელიტარული "ყუდსის ძალების" ლიდერი, ბრიგადის გენერალი ესმაილ ყაანი, შესაძლოა საკუთარი რეჟიმის მსხვერპლი გახდა. მას ბრალად ედება ღალატი და აიათოლა ალი ხამენეი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გაცემა.
ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონების იერიშმა სამხრეთ კავკასიაში შიში გაამძაფრა, თუმცა ადგილობრივი ექსპერტები, რომლებსაც BBC ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ აშშ-ის და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ, შესაძლოა, რეგიონისთვის "შესაძლებლობების ფანჯარადაც" იქცეს.
შეერთებულმა შტატებმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის ფარგლებში, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არსებული პროცედურებით უკრაინა ბლოკის წევრი 2027 წელს ვერ გახდება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქაზემ გარიბაბადი თეირანის მონაწილეობას ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტში უარყოფს, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია AnewZ-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
