უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა დონეცკის ოლქში გათავისუფლებული ქალაქის, ლიმანის ფოტოები.
ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ (The Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პუტინი უკრაინისაკენ ბირთვულ მატარებელს გზავნის“ (ავტორები - ლარისა ბრაუნი და ჯორჯ გრილსი).
ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ეხმაურება მოსკოვში, კრემლის დიდ დარბაზში გამართულ შეხვედრას, რომელზეც სიტყვით პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოვიდა - უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით - და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბაქია პუტინი დასავლეთს ემუქრება და მტრად აცხადებს“ (ავტორები - ანტონ ტროიანოვსკი და ვალერი ჰოპკინსი - მოსკოველი კორესპონდენტები).
“რუსულმა არმიამ უკრაინაში მორიგი მარცხი იგემა. სექტემბრის დასაწყისში იზიუმის დაკარგვისა და ხარკოვის ფრონტის ჩამოშლის შემდეგ, რუსებმა ამჯერად სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქი ლიმანი (წითელი ლიმანი) დათმეს.