მარტი 29 2022 წაკითხვა 306 ჯერ

რუსი სამხედროები აგრძელებენ სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვებს, ცდილობენ, სრულად გაანადგურონ უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები და ასევე კონცენტრირდებიან საწვავის შესანახ ობიექტებზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მარტი 29 2022 წაკითხვა 396 ჯერ

The Financial Times წერს, რომ რუსეთი მოლაპარაკების ფარგლებში უკრაინის "დენაციფიკაციას" აღარ ითხოვს და მზადაა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების "უფლება მისცეს", - ამის შესახებ გამოცემა 4 წყაროზე დაყრდნობით წერს.

მარტი 28 2022 წაკითხვა 320 ჯერ

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ სამოქმედო გეგმას ამუშავებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს" (ავტორები - ერიკ შმიტი, ჰელენ კუპერი, ჯულიან ბარნსი).

მარტი 28 2022 წაკითხვა 307 ჯერ

ბრიტანული ჟურნალის „სპექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დადგა დრონების ეპოქა: უკრაინა ახლებურად ომობს“ (ავტორი - სეთ ფრენცმენი). მასში განხილულია რუსეთთან ომში უკრაინის მიერ გამოყენებული უპილოტო საფრენის აპარატების (დრონების) მნიშვნელობა, განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ამ იარაღის უპირატესობას თანამედროვე ძვირადღირებულ თვითმფრინავებთან შედარებით - მარტივად მართვას და მაღალ ეფექტიანობას.

მარტი 28 2022 წაკითხვა 369 ჯერ

„მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტები დოლარებიდან და ევროებიდან რუბლებზე გადაიყვანა, ენერგეტიკულ ბაზრებზე ნერვიულობამ იმატა. რა სურს კრემლს? ნუთუ ის, რომ დასავლეთმა თვითონ თქვას უარი თავის მიერვე შემოღებულ სანქციებზე?“, - ასეთი კითხვაა დასმული გერმანული ჟურნალის „შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პუტინის სახიფათო მანევრი რუბლით“ (ავტორები - ბენჯამინ ბიდერი და ტიმ ბარცი).

მარტი 28 2022 წაკითხვა 323 ჯერ

რუსები იტაცებენ ჩვენი ქალაქების მერებს, ზოგიერთ მათგანს ვერ ვპოულობთ, ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და ისინი მოკლულები არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გვერდი 165 სულ 296
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.