April 20, 2025

ივნისი 05 2020 წაკითხვა 642 ჯერ

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კოროავირუსისგან 1 473 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

ივნისი 04 2020 წაკითხვა 676 ჯერ

რუსეთში ციმბირის ერთ-ერთი თბოელექტროსადგურის ხელმძღვანელი დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც პოლარული წრის მიღმა მდებარე ობიექტიდან 20 ათასმა ტონა დიზელის საწვავმა გაჟონა და მოხვდა ნიადაგში, ორ მდინარესა და ტბაში.

4 ივნისს კრასნოიარსკის მხარის სასამართლომ ვიაჩესლავ სტაროსტინს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 31 ივლისამდე.

 

მას ეკოლოგიური ნორმების დარღვევასა და დაუდევრობაში ედება ბრალი.

 

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საგანგებო ვითარება გამოაცხადა 29 მაისს ქალაქ ნორილსკში მომხდარი ინციდენტის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

 

ელექტროსადგური ეკუთვნის მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის მწარმოებელი წამყვანი კომპანიის, Norilsk Nickel-ის შვილობილ კომპანიას.

 

Greenpeace Russia-მ განაცხადა, რომ ეს ამ მასშტაბის პირველი ავარიაა არქტიკაში.

 

რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, ლენა პანოვას თქმით, ადგილობრივი ეკოსისტემის აღდგენას მინიმუმ ათი წელი დასჭირდება.

ივნისი 04 2020 წაკითხვა 644 ჯერ

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა.

ივნისი 03 2020 წაკითხვა 575 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მიწვევა „გონივრული აზრია“.

ივნისი 03 2020 წაკითხვა 633 ჯერ

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წაუყენეს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

ივნისი 03 2020 წაკითხვა 603 ჯერ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მოქმედი შემადგენლობით მთავრობა დაითხოვა.

გვერდი 232 სულ 260
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.