დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 247 ჯერ

„რუსეთი უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებს, ფრონტის ხაზზე კი ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაა, სადაც რუსები კვლავ უშედეგოდ ცდილობენ „პატარა გამარჯვება" მაინც გაიფორმონ. სამშაბათს ბახმუტში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი საკმაოდ პესიმისტური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც „ახალ რეგიონებში" არსებულ „მძიმე მდგომარეობაზე" ისაუბრა”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პუტინის პესიმიზმი და ერთი აქტიური მიმართულება ფრონტზე - გატეხა თუ არა დასავლეთის ერთიანობამ რუსეთი.

დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 229 ჯერ

ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი, აუცილებელია მისი გაუმჯობესების გაგრძელება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ჩვენ გავაგრძელებთ საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ბირთვული ტრიადის საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, სტრატეგიული პარიტეტის და მსოფლიოში ძალთა ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია“, - განაცხადა პუტინმა.

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში თანამედროვე იარაღის დონემ უკვე 91 პროცენტს გადააჭარბა.

დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 251 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა.

დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 262 ჯერ

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 249 ჯერ

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 ათასი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

დეკემბერი 20 2022 წაკითხვა 240 ჯერ

რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მინსკში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გვერდი 74 სულ 246
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.