მარტი 14 2024 წაკითხვა 324 ჯერ

რუსეთის მაგადანის ოლქში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა მი-8, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა.

 

რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2 ადამიანის სიკვდილი დადასტურებულია. დანარჩენების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. კატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

ადგილობრივი სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს, რომელიც ავიაგადამზიდავ „დალნერეჩენსკ ავიას“ ეკუთვნოდა, ოქროს მომპოვებელ საბადოზე დასაქმებულები გადაჰყავდა.

 

პროკურატურის წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია

მარტი 14 2024 წაკითხვა 321 ჯერ

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ვენაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. მათ ავსტრია 19 მარტამდე უნდა დატოვონ.

მარტი 13 2024 წაკითხვა 500 ჯერ

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, იტყობინება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი.

მარტი 13 2024 წაკითხვა 330 ჯერ

რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიდგომას - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მარტი 10 2024 წაკითხვა 554 ჯერ

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.

მარტი 10 2024 წაკითხვა 448 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიაჩნია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო ზიანს აყენებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება.

გვერდი 77 სულ 296
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.