რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში - ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე

ხი­ლის მი­ღე­ბა რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იმა­ზე, თუ რო­მე­ლი რო­გორ და რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თარ­ში, რომ ორ­გა­ნიზ­მში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი. ამას­თან, რო­გო­რი უნდა იყოს ჯან­სა­ღი ხილი, რო­მელ­საც ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვირ­თმევთ.

 

გვე­სა­უბ­რე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი:

 

- რა ხილი უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თრის სე­ზონ­ზე?

 

- წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტი. ზამ­თარ­ში იმუ­ნი­ტე­ტი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის რის­კი მა­ღა­ლია, ამი­ტომ ხი­ლის შერ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭოთ ისეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს C ვი­ტა­მინს. სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ მან­და­რი­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, კივი, კომ­ში, ბრო­წე­უ­ლი, ლი­მო­ნი, ვაშ­ლი, ფე­ი­ხოა, ხურ­მა, მსხა­ლი, გრე­იფ­რუ­ტი.

 

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ძე­ნი­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის რამ­დე­ნი ხნის მოკ­რე­ფი­ლია, სა­სარ­გებ­ლო არ არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

- ეს მო­საზ­რე­ბა არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოა. ესა თუ ის ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი საკ­მაო გზას გა­ივ­ლის, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახლზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ხი­ლის მოკ­რე­ფის შემ­დეგ ის უთუ­ოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, ახან­გრძლი­ვებს მის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას, მე­ო­რე მხრივ, კი უზ­რუნ­ველ­ყოფს ხი­ლის "მაც­დურ," მა­დი­საღ­მძვრელ გა­რეგ­ნულ მხა­რეს. ეს კი უცი­ლობ­ლად აღ­ძრავს ადა­მი­ან­ში მისი შე­ძე­ნის და და­გე­მოვ­ნე­ბის სურ­ვილს. ვფიქ­რობ, აქ სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, ხილი თუ რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა, ზედ­მე­ტია.

 

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ხილი ზო­გა­დად და არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტი, მოკ­რე­ფი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გავ­ლის შემ­დეგ, კარ­გავს იმ აუ­ცი­ლე­ბელ ელე­მენ­ტებს, რაც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა. ასეა?

 

- გა­მი­ჭირ­დე­ბა ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ვფიქ­რობ, ეს კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გის პრე­რო­გა­ტი­ვაა. თუმ­ცა, მსურს, აქვე აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს სა­კი­თხი იმის მსგავ­სია, რის შე­სა­ხე­ბაც ხში­რად და­ის­მის კი­თხვა - კარ­გავს თუ არა ხილი ან ბოსტნე­უ­ლი თა­ვის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბებს "გა­ყინ­ვის" ან თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის დროს? იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა წესი და­ცუ­ლია, ვგუ­ლის­ხმობ, ხი­ლის მოვ­ლას, სე­ზო­ნუ­რად ხი­ლის კრე­ფას, იმა­ვე "გა­ყინ­ვას" ან თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას, იმ სა­ჭი­რო ელე­მენ­ტე­ბი­სა თუ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა, რაც ესო­დენ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის.

 

- ზო­გა­დად, რო­მე­ლი ხი­ლის მი­ღე­ბა არ შეძ­ლე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, თუ არის ასე­თი?

- ვფიქ­რობ, არც ერთი პრო­დუქ­ტის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. დიდი ოდე­ნო­ბით ხი­ლის მი­ღე­ბამ შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს გარ­კე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტი საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მხრივ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ამ­ძაფ­როს შიმ­ში­ლის შეგ­რძნე­ბა და გახ­დეს ჭარ­ბი კი­ლოგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი, კერ­ძოდ, თუ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თმევთ ყუ­რძენს, მსხალს, ხურ­მას, ბა­ნანს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ოდე­ნო­ბით. ასე­ვე, ხში­რად ხი­ლის დიდი ოდე­ნო­ბით მირ­თმე­ვა შე­საძ­ლოა ალერ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს. უმ­ჯო­ბე­სია, და­იც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა და და­ჯერ­დეთ მცი­რე ულუ­ფით ხი­ლის მი­ღე­ბას.

 

- რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ხილი?

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მეს გა­მორ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა. რად­გან სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, თი­თო­ე­ულ მათ­განს მოკ­ლედ შე­ვე­ხე­ბი. ასე, მა­გა­ლი­თად:

• კივი - ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვის შემ­ცვე­ლო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზეა. შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს. მი­იჩ­ნე­ვა, რომ მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მირ­თმე­ვა ხელს უწყობს სის­ხლში ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის დო­ნის (ცხი­მის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი) დაქ­ვე­ი­თე­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, ამ­ცი­რებს გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, ასე­ვე მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მირ­თმე­ვა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

• ვაშ­ლი შე­ი­ცავს რკი­ნას, საკ­ვებ ბოჭ­კოს, მდი­და­რია ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბით. მახ­სენ­დე­ბა ინ­გლი­სუ­რი ან­და­ზა - დღე­ში ერთი ვაშ­ლის მირ­თმე­ვა ექიმ­თან მის­ვლას აგა­რი­დებს.

• ხურ­მა შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს, რკი­ნას, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას. მისი შე­მად­გენ­ლო­ბის გლუ­კო­ზა და ფრუქ­ტო­ზაა, შე­სა­ბა­მი­სად, ის საკ­მა­ოდ და­მა­ნაყ­რე­ბე­ლი, გემ­რი­ე­ლი, არო­მა­ტუ­ლი და მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი ხი­ლია.

• ფორ­თო­ხა­ლი მდი­და­რია ას­კორ­ბი­ნის და ფო­ლი­უ­მის მჟა­ვით, შე­ი­ცავს კა­ლი­უმს. ხელს უწყობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას, აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნი­სა და ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის დო­ნეს.

• ბრო­წე­უ­ლი შე­ი­ცავს რკი­ნას, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას, სათ­რიმ­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბას, რაც ორ­გა­ნიზმს იცავს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის­გან და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან. მისი მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვის, ვი­საც რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია აქვს.

• მსხა­ლი უჯრე­დი­სით მდი­და­რი პრო­დუქ­ტია, ეს კი სა­სი­კე­თოდ მოქ­მე­დებს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ზე, აძ­ლი­ე­რებს პე­რის­ტალ­ტი­კას და შე­სა­ბა­ბი­სად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყაბ­ზო­ბას. საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლია და შე­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით 100 კკალ.

• გრე­იფ­რუ­ტი შე­ი­ცავს ფლა­ვო­ნო­ი­დებ­სა და ლი­კო­პინს, რაც ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას აძ­ლი­ე­რებს. ასე­ვე შე­ი­ცავს პექ­ტინს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას უწყობს ხელს, მდი­და­რია B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. 100 გრა­მი - 40 კკალ.

• მან­და­რი­ნი შე­ი­ცავს PP, A, B, C, E ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს. ასე­ვე ფლა­ვო­ნო­ი­დებს, ეთერ­ზე­თებს. მდი­და­რია კა­ლი­უ­მით, კალ­ცი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით - ეს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის.

• კომ­ში შე­ი­ცავს ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, მათ შო­რის ვაშ­ლი­სა და ლი­მო­ნის მჟა­ვას. ასე­ვე რკი­ნას, თუ­თი­ას, ფოს­ფორს, კალ­ცი­უმს, პექ­ტი­ნებს. მკვეთრ ყვი­თელ შე­ფე­რი­ლო­ბას კომშს აძ­ლევს C, B, PP ვი­ტა­მი­ნე­ბი. მას აქვს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და ან­ტი­ვირუ­სუ­ლი თვი­სე­ბე­ბი.

• ფე­ი­ხოა შე­ი­ცავს იოდს, რკი­ნას, თუ­თი­ას, მაგ­ნი­უმს, ფოს­ფორს, კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს და სხვა. ასე­ვე B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს, ფო­ლი­უ­მი­სა და ვაშ­ლის მჟა­ვას, ამი­ნომ­ჟა­ვებს, პექ­ტინს, ეთე­რულ ზე­თებს, ტა­ნინს.

 

- ზო­გა­დად, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა ოდე­ნო­ბის ულუ­ფად შე­იძ­ლე­ბა ხი­ლის მი­ღე­ბა?

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ მცი­რე 2-ჯერ, ხი­ლის მირ­თმე­ვა მცი­რე ულუ­ფით მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია (და­ახ­ლო­ე­ბით 200-300 გრა­მი 2-ჯერ დღე­ში). ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია, თუ დღე­ში 5 სხვა­დას­ხვა სა­ხის ხილს მი­ირ­თმევთ.

 

- რად­გან ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იქ­ნებ იმა­ზეც ვი­სა­უბ­როთ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მისი სა­დილ­ზე და­ყო­ლე­ბა.

- რა თქმა უნდა, არა - ნუ და­ა­ყო­ლებთ ხილს სა­დილს, ან ვახ­შამს, არა­მედ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ნა­ხეთ დრო, ასე, მა­გა­ლი­თად, 12:00 და 17:00 და დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში მი­ირ­თვით თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ხილი (ცალ­კე ულუ­ფად).

 

- სა­ბო­ლო­ოდ, რომ შე­ვა­ჯა­მოთ, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გაქვთ.

- ხი­ლის შერ­ჩე­ვი­სას ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მის შე­ფე­რი­ლო­ბას, არო­მატს, კონ­სის­ტენ­ცი­ას (უფრო მე­ტად ეხე­ბა ვაშლს, კი­ვის, ფორ­თო­ხალს, მან­და­რინს, გრე­იფ­რუტს), ხე­ლით მო­სინ­ჯეთ ესა თუ ის ხილი, ყო­ველ­თვის მი­ირ­თვით კარ­გად გა­რე­ცხი­ლი, სე­ზო­ნუ­რი ხილი.

 

 

წყარო

წაკითხვა 884 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 25 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.