“რეკომენდაციები იქნება, თუ აუცილებლობა არაა, ძალიან სიცხე როდესაც არის, ვეცადოთ, ჩრდილში ვიყოთ, ვატაროთ მაქსიმალურად მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი” – პაატა იმნაძე
“საკმაოდ დაცხა, შესაბამისად, რეკომენდაციები იქნება, თუ შეგვიძლია და აუცილებლობა არ არის, ძალიან სიცხე როდესაც არის, ვეცადოთ, ჩრდილში ვიყოთ, ვატაროთ მაქსიმალურად მსუბუქი, ღია ფერის ტანსაცმელი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.
როგორც ის ამბობს, სასურველია, მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლისა, ტკბილი სასმელებისა და, ასევე, კოფეინის შემცველი სასმელებისა.
“კარგი იქნება, თუ მივიღებთ გარკვეული მინერალების შემცველ პრეპარატებს. ეს უკვე ექიმმა უნდა დაუნიშნოს ადამიანს. ღამე ფანჯრები უნდა გავაღოთ, როდესაც შედარებით სიგრილეა, იმისათვის რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად განიავდეს. როცა სიცხე იწყება და მზე დააჭერს, ამ დროს დავხუროთ. ყველა რჩევა, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ იმათ, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები,” – ამბობს იმნაძე.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
