რა უნდა ვიცოდეთ მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
,,ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევები. ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკს. მზის სხივების გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, მხედველობის დარღვევებიც გამოიწვიოს; მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.
მზის სხივების და სოლარიუმებში ზედმეტი დასხივების შემთხვევაში, ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, გულისრევა. ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, მიმართეთ ექიმს. დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღეთ ცივი აბაზანა.
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:
o შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა პიკის საათებში, განსაკუთრებით, დილის 10 სთ-დან 18 საათამდე. მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.
o საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული, რადგან წყლის წვეთებს ლინზის ეფექტი აქვს და აძლიერებს მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.
o ატარეთ ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალე 99-100%-ით დამცავი ეფექტით.
o გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში.
o დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად”.
სიახლეები
- “გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? – დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე” - კახა კალაძე
- გამომცხვარი სპაგეტი
- ღამით რუსეთმა დნეპრი დაბომბა – არის მსხვერპლი
- მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დაკავდა
- საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 3 პირი დააკავა