როგორ უნდა მოუაროთ სახის კანს ზაფხულში
ზაფხული ხომ სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენი კანის მოვლასა და დატენიანებაზე უფრო გახშირებულად უნდა ვიზრუნოთ.
ზაფხულში, სიცხეში სახის კანზე ფორები იხსნება, ფართოვდება და კანის დაბინძურების შანსიც მატულობს, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, სწორი მოვლითა და კანის რეგულარული დაბანით ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენი კანი არასასიამოვნო გამონაყარისგან დავიცვათ.
ნახეთ, როგორ უნდა მოუაროთ სახის კანს ზაფხულში, სწორი დაბანისა და დატენიანების რჩევები ქალბატონებისთვის.
1. ძილი და სახის დაბანა
ზაფხულის ყოველი დღე ერთნაირი რუტინით უნდა დაიწყოთ. გამოიძინეთ 7-8 საათი დალიეთ ბევრი წყალი, უმჯობესია ლიმონთან ერთად და გაღვიძების თანავე, წინა ღამით დატანილი საცხი და ძილის შემდეგ დატოვებული კვალი ჩამოიშორეთ სახიდან. დაიბანეთ სახე დასაბანი გელით და განაგრძეთ დღის რუტინა.
2. ტონერი
კანის დაბანის შემდეგ აუცილებელია ტონერით გაიწმინდოთ სახე, ის დასაბანი გელის ნარჩენებს ჩამოგაშორებთ სახიდან და დასატენიანებლად მოამზადებს კანს.

3. დატენიანება
ტონერის შემდგომი საფეხური, კარგი დატენიანებაა, ზაფხულში კანზე არსებული ფორები იხსნება და იმისთვის რომ ის ჭუჭყისა და არასასიამოვნო გამონაყარისგან დავიცვათ საჭიროა, კარგად დავატენიანოთ კანი. დაიტენიანეთ ტონერით გაჯერებული კანი სახცით ან ზეთით და შემდეგი საფეხურისთვის მოემზადეთ.
4. მზისგან დამცავი
ალბათ გახსოვთ ზაფხულის დაუწერელი კანონი, არ გავდივართ გარეთ მზის დამცავი კრემის გარეშე, SPF 30 წასმა აუცილებელი მოთოვნაა კანის სიჯანსაღისთვის.
5. ზოგადი რჩევები
ზაფხული ქალბატონებისთვის რთული პერიოდია, რადგან ამ დროს კანის მოვლა მართლაც არ არის მარტივი. დაიბანეთ სახის კანი დღეში ორჯერ, დაწოლამდე 2 საათით ადრე მოიშორეთ მაკიაჟი და სვით ლიმონიანი წყალი, ყველა ეს პირობა ზაფხულის რთულ დღეებს შეგიმსუბუქებთ.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი