უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვითარება დონბასში უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტის თქმით, რუსული ჯარი ცდილობს სლავიანსკსა და სევეროდონეცკზე შეტევას. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება. როგორც ის აღნიშნავს, სასმელ წყალს ზაფხულის წვიმებით დაბინძურება ემუქრება.
რუსეთი ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, - ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის განცხადებაშია ნათქვამი.
რჩება შთაბეჭდილება, რომ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ სურს მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს ცნობილი ამერიკული გამოცემის, Time-ის მკითხველებმა. ზელენსკიმ 3.3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო და 5%-ით პირველ ადგილზე გავიდა.
ლუგანსკის ოლქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ წერს.