უკრაინის ევროპული გზა ახლა დაიწყო. დრო, როგორიც ახლაა, მოითხოვს ხედვას, სიმტკიცესა და გამძლეობას, რათა გადაიდგას ერთი რთული ნაბიჯი მეორის შემდეგ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, „ტვიტერის" გვერდზე წერს.
აქტივისტებმა, ქალაქ ლვოვში, რუსული შეჭრის შემდეგ, ყოველი დაღუპული ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად, ბაზრის მოედანზე ცარიელი საბავშო ეტლები მიიტანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ,,ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პროდასავლური განწყობის მქონე რუსებს „ეროვნულ მოღალატეებს“ უწოდებს. ამის შესახებ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.
"ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნე გავანადგურეთ" - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ მტრის 10 სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა დაჩქარდეს, ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.