"მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, მინდა, რომ იყოთ მსოფლიოს ლიდერი"
როგორც ჩემი ქვეყნის ლიდერი, მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, მინდა, რომ თქვენ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ მშვიდობის ლიდერი, – ამ სიტყვებით მიმართა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს.
ზელენსკის სიტყვებს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ფეხზე წამოდგომითა და ტაშით შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა Zoom-ით ჩართვის დროს დიდ მონიტორზე გაუშვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ამსახველი ვიდეო.
„ბოროტება, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, უნდა დასრულდეს და რუსეთი უნდა დაისაჯოს ამ აგრესიისთვის, ამ ტერორისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ აქამდე მიღებული ზომები ვერ აჩერებს რუსეთის მკვლელ მანქანას. ჩვენ გვჭირდება ახალი ინსტიტუციები, ახალი ხელშეკრულებები, რათა დასრულდეს ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად. გთხოვთ, გადაარჩინოთ უკრაინა და გადაარჩინოთ ხალხი. თუ თქვენ შეაჩერებთ ამ ომს, ამით მილიონობით ადამიანს გადაარჩენთ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ უკრაინელ და ამერიკელ ხალხს საერთო ფასეულობათა სისტემა აქვთ, რაც თავისუფლების წყურვილს და სიყვარულს ეფუძნება. მისი თქმით, რუსეთს სწორედ ამ თავისუფლების წართმევა სურს.
„ვამაყობ, რომ მამაცი უკრაინელი ხალხის სახელით მოგმართავთ, იმ ხალხის, რომელიც რვა წელია, რუსეთის აგრესიას აკავებს და რომელიც არნახული სიმამაცით მესამე კვირაა ებრძვის რუსეთის ჯარს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
