უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ის. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.
რუსეთს სანქციების უწესებენ იაპონია და კანადაც. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ევროკავშირი რუსეთს სანქციებს უწესებს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, სანქციები უწესდება რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
დიახ, რა თქმა უნდა, ამიერიდან მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს, რაღა უნდა შესრულდეს, თუ ჩვენ ამ სუბიექტების დამოუკიდებლობა ვაღიარეთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.