უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს, სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
G7-მა („დიდი შვიდეული“) კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონს" გლობალური ჯანდაცვისთვის "ყველაზე სერიოზული საფრთხე“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian G7-ის ჯანდაცვის მინისტრების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ხელახალი დაინფიცირების ალბათობა, შესაძლოა, იყოს მაღალი, სხვა ვარიანტებთან შედარებით.
რისთვის იყენებენ ჩვენს საზღვართან შეკრებილ ჯარს? ეს არის პოტენციალი შანტაჟისთვის და პირველ რიგში, დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ. თუ რუსული ჯარის რაოდენობა გაიზრდება, შანტაჟი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც შეიძლება ეწოდოს მზადება ჩვენი სახელმწიფოს და შესაძლოა, მთლიანად რეგიონის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოებისთვის , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.