ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87%-ს მიიღებს. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსული ცენტრის (VTsIOM) ეგზიტპოლიზე დაყრდნიბით რუსული სახელმწიფო მედიაTASS-ი ავრცელებს.
რუსეთის მაგადანის ოლქში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა მი-8, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2 ადამიანის სიკვდილი დადასტურებულია. დანარჩენების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. კატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს, რომელიც ავიაგადამზიდავ „დალნერეჩენსკ ავიას“ ეკუთვნოდა, ოქროს მომპოვებელ საბადოზე დასაქმებულები გადაჰყავდა.
პროკურატურის წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ვენაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. მათ ავსტრია 19 მარტამდე უნდა დატოვონ.
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, იტყობინება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი.
რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიდგომას - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.