ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრმა ქვეყებმა უკრაინის მხარდაჭერის უდიდესი ნება გამოვალინეს.
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტზე ლიდერებმა უნდა მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები, რომლებიც განამტკიცებენ ალიანსის წევრების უსაფრთხოებას.
“თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნდნენ “აზოვის” დანაყოფის ის მეთაურები, რომლებიც მარიუპოლში “აზოვსტალის” დაცვას ხელმძღვანელობდნენ - ისინი თურქეთში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორეხოვში, საცხოვრებელ ზონაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი მართვადი ბომბით დაბომბეს. სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაშავდა.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა ჯერ მზად არ არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მისივე თქმით, საჭიროა ომის დასრულება, ვიდრე ალიანსი თავის რიგებში უკრაინის დამატებას განიხილავს.
ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ პარტნიორებს, გააკეთონ გარკვეული დასკვნები ნატო-ს მომავალი სამიტის შეხვედრისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამიტზე იყოს მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.