"არსებობს სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს" - ზელენსკი
ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ პარტნიორებს, გააკეთონ გარკვეული დასკვნები ნატო-ს მომავალი სამიტის შეხვედრისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამიტზე იყოს მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამენ, რომ ქვეყნის მომავალი ნატო-შია.
„უკრაინა იქნება ნატო-ს ღირებული პარტნიორი ქვეყანა, რეალურად ევროპაში უძლიერესი შეიარაღებული ძალებით. უკრაინელების 90 პროცენტს სურს, იყოს ნატო-ს ნაწილი. უკრაინელების 90 პროცენტზე მეტს სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. ომის დასრულების შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ შევიტანთ საჭირო ცვლილებებს ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, რათა საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა კონტრშეტევაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყნის სურვილია, პროცესები სწრაფად წარიმართოს.
„ყველა ჩვენგანს გვსურს კონტრშეტევის უფრო სწრაფად წარმართვა, რადგან ყოველი დღე უკრაინელების ახალ დანაკარგებს ნიშნავს. ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ არ ვართ გაჩერებულები ერთ ადგილას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა რუსულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზეც“. მისი თქმით, უკრაინას არ ეშინია პრიგოჟინის. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მათი შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერია, ვიდრე „ვაგნერის“ დაჯგუფება. მისივე თქმით, პრიგოჟინის ამბოხმა გამოავლინა პუტინის რეჟიმის სისუსტე და შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს.
„პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული. არსებობს სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს. მეტიც, არის ბევრი ადამიანი, რომლებიც ასეთ ამბოხს მხარს დაუჭერდნენ“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
- "საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - ირაკლი კობახიძე
- "მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
- საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?"
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს