„ვიზეარი“ ქუთაისიდან 20 მიმართულებით იფრენს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ არსებულ დინამიკაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ფრენები განაახლა რამდენიმე ავიაკომპანიამ, ასევე საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის რამდენიმე ბიუჯეტური ავიაკომპანია.

 

„ერთი ინფორმაცია, რაც მინდა, მოგახსენოთ, არის ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით. მინდა, ჩვენს მოსახლეობას გარკვეულწილად პატარა ანგარიში ჩავაბარო. მოგეხსენებათ, პირველი თებერვლიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გავაუქმეთ და მოვხსენოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, კერძოდ, რეგულარულ ფრენებზე. დღესდღეობით გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა კვირაში ორი სიხშირით, „ფლაი დუბაიმ“ კვირაში ოთხი სიხშირით, „ეარ არაბიამ“ კვირაში ორი სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება „ბუტა ერვეისი“, ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში სამი სიხშირე. ეს არის არის ლოუკოსტერი. ასევე, „ეარასტანა“ და ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაი არისტანი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

​მისივე თქმით, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე.

 

„მაგალითად, თურქეთის ავიახაზებმა, რომელიც ახორციელებდა კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ამ მომენტისთვის ასრულებს დღეში ორ რეისს. „პეგასუსი“ ფრენებს ასრულებდა კვირაში მხოლოდ ორი სიხშირით და ამ მომენტისთვის დაფრინავს ყოველდღიურად, ყატარის ავიახაზებიც გადავიდა ყოველდღიურ რეისებზე კვირაში ოთხი სიხშირით“,– განაცხადა ნათია თურნავამ.

 

​ვიზიარი“, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, მარტის ბოლოდან აახლებს ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზიარ აბუ დაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

„მთლიანობაში გვაქვს სურათი შემდეგი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში დაახლოებით 70-მდე ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება კვირაში დაახლოებით 200 ფრენა, მაშინ, როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ უკვე შვიდჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა“, – დასძინა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის თქმით, მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტები ჩამოვლენ.

 

„ასევე, სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადებიც. კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს, 19, 22 და 26 მარტს თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის მიმართულებით. ეს არის შემსუბუქების პირველი შედეგი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

წაკითხვა 546 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.