ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი
გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება.
მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 4.67%-ით არის გაძვირებული, ერთ წელში კი ძვირფასი ლითონის ფასი 44.7%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი სესიის განმავლობაში ოქროს ფასის კლებას იწვევს აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების მიმართ პოზიტიური მოლოდინების ფონზე ოქროზე, როგორც უსაფრთხო თავშესაფარზე, მოთხოვნის კლება.
რაც შეეხება საქართველოს, ძვირფასი ლითონის ფასები აქაც კლების ტენდენციას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ ერთ დღეში ოქროს ფასი 13 ლარით შემცირდა. მაგალითად, 27 ოქტომბერს 999 სინჯიანი 1 გრამი ოქრო 370 ლარი ღირდა, დღეს კი ფასმა 357 ლარი შეადგინა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
