"ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა" - გიორგი გახარია
საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად იქნება მოხსნილი, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უკიდურესი სიფრთხილით ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ.
„მინდა თითოეულ თქვენგანს მოვუწოდო დავიცვათ ის წესები, რომლის რეკომენდაციასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ - პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები და ა.შ. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გლობალურ კონკურენციაში ვიყოთ ეფექტურები და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე, მადლობა გადაუხადა პედაგოგებს.
„ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა, როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს ახალი შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტური საშუალება. ეს უნდა გავაგრძელოთ ყველგან, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, ჩვენი ეკონომიკური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. რახან ვამბობთ, რომ ეს კრიზისი ქვეყანამ უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა, ეს შესაძლებლობები ნელ-ნელა მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ავამუშაოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი