November 22, 2024

"მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის ეს სამშობლო არ არის, ავანსცენაა იმისთვის, რომ გამოვიდნენ, თავი მოიწონონ, აქეთ-იქით იარონ, ხელი ჩამოართვან, ვიღაც უცხოელებთან ერთად ფოტოები გადაიღონ.

 

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ადამიანებთან. გახსოვთ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე იყო საქმე, საბოლოოდ, დაუდასტურებელ ინფორმაციად იყო ის, რომ გიორგი კანდელაკს და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ლიდერებს ბრიუსელის დერეფნები ატალახებული ჰქონდათ იმ მოთხოვნით, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ დაეწესებინათ. ეს მაშინ ჩვენ ვიცოდით, როგორც მოარული ამბავი, რომელიც საჯაროდ არავის დაუდასტურებია, ახლა ხომ ვნახეთ, რომ ეს ხალხი ამის გამკეთებელია?! ეს არის გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ხალხი, რომელსაც სამშობლოს შეგრძნება არ აქვს. მათ ეს კუთვნილება, რა არის შენი სამშობლო, შენი ქვეყანა, ერი, შენი ხალხი, არ აქვთ. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ისინი დავალებებს რასაც იღებენ, ზუსტად ისე მოქმედებენ. ამდენი ხანი ხომ იმუქრებიან, რომ პერსონალური სანქციები უნდათ, ახლა ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ, რომელიც ბრიუსელში ბრძანდებოდა და ზუსტად გიორგი კანდელაკის მორალით ატალახებდა ბრიუსელის დერეფნებს, გაგვიმხილა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ვერ ხერხდება, მაგრამ გამოსავალი ვნახეთ – ეს არის ის, რომ იქნებ ხალხი დავაზიანოთ და ვიზალიბერალიზაციაზე რამე გავაკეთოთო. ასეთი მორალის ხალხმა, საერთოდ როგორ მიიღო ერთი ხმა ამ ქვეყანაში? მათთვის ეს სამშობლო არ არის, ავანსცენაა იმისთვის, რომ გამოვიდნენ, თავი მოიწონონ, აქეთ-იქით იარონ, ხელი ჩამოართვან, ვიღაც უცხოელებთან ერთად ფოტოები გადაიღონ. მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 41 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 22 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.