რამდენი პროცენტით გაძვირდა ქორწინების ოქროს ბეჭედი - რა ღირს ოქრო საქართველოში?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე - ფასი 41,61%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ პროდუქტების სამეულში, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა.
ცნობისთვის, ოქროს ფასი მსოფლიო მასშტაბით გაძვირდა და აგვისტოში რეკორდულ ნიშნულზეც იყო. ამასთან, ძვირფასი ლითონი საქართველოში ძვირდებოდა.
როგორც ოქროს ბირჟაზე აცხადებდნენ, წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში