მთავრობა სახელფასო ფონდს ზრდის - რომელ სამინისტროში იმატებს შრომის ანაზღაურება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით

მთავრობა სახელფასო ფონდს 3,4%-ით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხვს კი 0,3%-ით ზრდის.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობა 112 643-მდე იზრდება (2020 წლის გეგმით - 112 214-ია) შრომის ანაზღაურება კი 1,554 მლრდ ლარიდან 1,607 მლრდ ლარამდე.

 

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის ასიგნებების მიხედვით, სამინისტროების ნაწილი სახელფასო ფონდს არ ზრდის, ასევე არც დასაქმებულების.

 

გთავაზობთ, როგორი იქნება სამინისტროების სახელფასო ფონდი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:

  • მთავრობის ადმინისტრაცია - 7,200 მლნ ლარი (ზრდა - 0 ლარი)
  • ფინანსთა სამინისტრო - 46,505 მლნ ლარი (ზრდა - 515 ათასი ლარი)
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 14,925 მლნ ლარი (ზრდა - 300 ათასი ლარი)
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 8,680 მლნ ლარი (შემცირება - 300 ათასი ლარი)
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 9,415 მლნ ლარი (შემცირება/ზრდა 0 ლარი)
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 35,559 მლნ ლარი (ზრდა - 1,385 მლნ ლარი)
  • იუსტიციის სამინისტრო - 79, 984 მლნ ლარი (ზრდა 465 ათასი ლარი)
  • თავდაცვის სამინისტრო - 408, 122 მლნ ლარი (ზრდა - 12,733 მლნ ლარი ლარი)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 525, 200 მლნ ლარი (ზრდა - 27,200 მლნ ლარი)
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 45,940 მლნ ლარი (ზრდა - 3,557 მლნ ლარი)
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 85,118 მლნ ლარი (ზრდა - 360 ათასი ლარი)

ცნობისათვის, მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარადგინა, რომლის მიხედვთ, მომავალი წლის ხარჯები 17,071 მლრდ ლარით განისაზღვრა, ეს კი მიმდინარე წელთან შედარებით 1.1 მლრდ ლარით მეტია.

 

https://www.bpn.ge/

წაკითხვა 658 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.