რა რეგულაციები დაწესდა უცხოელი ტურისტებისთვის
უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ტურისტების მიღება მოხდება საერთაშორისო რეკომენდაციებისა და იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რასაც საკოორდინაციო საბჭო შეიმუშავებს, - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
მისი თქმით ქვეყნაში შემოსვლის, გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ კონკრეტული პირობები დაწესდება.
„იქნება პირობები მათი ქვეყნაში შემოსვლის, გადაადგილებისა და მოძრაობის შესახებ. ჩვენ მაქსიმალურად ისეთ პირობებს დავაწესებთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი და უნდა შეუწყო ხელი, რადგან იგივე ჩვენი მოქალაქეებიც უნდა გავიდნენ ზაფხულში სხვაგან და შესაბამისად ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.
პირველი იქნება მწვანე ქვეყნები, ალბათ შემოვა და შემოდის ასეთი ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი, რომ ბოლო 72 საათში უნდა იყო გამოკვლეული და უნდა გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით, შემდეგ კიდევ ე.წ. მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმებია ამის, რომელის წარმატებით გამოყენებას უკვე იწყებს მაგალითად, ზოგიერთი პოპულარული ტურისტული ქვეყნები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში