საქართველო Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა
Forbes-მა პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონდე ქვეყნების სია გამოაქვეყნა.
ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.
Forbes-ის საუკეთესო შვიდეულში არიან: სლოვენია, ტუნისი, ეთიოპია, მიანმარი, ფილიპინები, ირანი და საქართველო.
„უპრეცედენტო ვარდნის ფონზე გლობალური ტურიზმი გადარჩენისთვის იბრძვის. ამ ფონზე მსოფლიოში მრავალი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტული ბუმისთვის ემზადება, ეს მაშინ მოხდება, როგორც კი მოგზაურობა შესაძლებელი გახდება. ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს პირველი შესაძლებლობა რეგიონალურ ტურისტულ ძალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ზოგიერთი სახელმწიფო ახლა მსოფლიო-კლასის ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება. ხშირად საქართველო ატმის შტატში (ჯორჯიის შტატი) ერევათ, საქართველო კავკასიის რეგიონში იდეალურ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება.
მოგზაურობა დედაქალაქით დაიწყეთ. ეს მომხიბლავი ქალაქი უძველესი ეკლესიებისა და ქვაფენილით მოკირწყლული ძველი უბნების სამშობლოა. მოგზაურობისას არ გამოტოვოთ საქართველოს ბუნებრივი სილამაზე და პატარა ქალაქები. აუცილებლად გამოიკვლიეთ ქართული ღვინო. საქართველო დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. მდიდარი და პოპულარული ქართული ღვინის ისტორია 8 ათას წელიწადს მოიცავს", - წერს Forbes-ი.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში